მნიშვნელოვანირეგიონი

ზუგდიდში, სპეცოპერაციის დროს დაკავებულებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

ზუგდიდში, 7 მაისს სპეცოპერაციის დროს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და შემოტანის, ბრალდებით დაკავებულ ორ პირს: დ.კ. და კ.თ.-ს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

ამის შესახებ დაკავებულების ადვოკატი აცხადებს.

დ. კ.-ს თან მიმართებაში საქმე აღძრულია სსკ-ს 260 – მუხლის მეექვსე და 262- მუხლის მეოთხე ნაწილით, რომელიც გულისხმობს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ დამზადება შეძენა, შენახვა გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას.

ასევე გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების საქართველოში უკანონოდ შემოტანა,საქართველოდან უკანონოდ გატანა ან ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვას.

ხოლო, კ. თ.-ს გამოძიება ედავება 260-ე მუხლის მესამე ნაწილს, 236-ე მუხლის მესამე ნაწილს და 273-ე მუხლის მეოთხე ნაწილს. ის ბრალს აღიარებს.

სპეცოპერაცია, 7 მაისს, გვიან ღამით ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს ხელმძღავნელმა და სამხარეო პოლიციამ ერთობლივად ჩაატარა.

პოლიციამ ორი პირი მაშინ დააკავა, როდესაც სარფიდან ზუგდიდში მიდიოდნენ.

მანქანიდან სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის სუბოტექსის დიდი რაოდენობა და მარიხუანა ამოიღეს.

სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს დაკავებულების სახლებიც ზუგდიდზსი, საიდანაც ასევე ნარკოტიკული ნივთიერებებია ამოღებული.

საერთო ჯამში პოლიციამ, დაახლოებით 4 ათასი აბი სუბოტექსი და დიდი რაოდენობით მარიხუანა ამოიღო – ნაწილი მანქანიდან ნაწილი კი საცხოვრებელი სახლიდან.

მსგავსი პოსტები

Back to top button