“გვალვით დაზარალებული კახელების საკითხს მთავრობა შეისწავლის”

“კახელი ფერმერების საკითხს შესაბამისი უწყებები შეისწავლიან”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში განანცხადეს, სადაც ასევე ამბობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, შესაბამისი უწყებები შეისწავლიან იმ ფერმერების საკითხს, რომლებიც სახელმწიფოს მხრიდან მიწაზე ქონების გადასახადისგან გათავისუფლებას ითხოვენ.

“საქმე ეხება რამდენიმე ფერმერს, რომლებიც 2014 წელს კახეთში გვალვის შედეგად დაზარალდნენ და ამ მიზეზით ქონების გადასახადი ვერ გადაიხადეს. მათ დახმარებისთვის პრემიერ-მინისტრს გუშინ მიმართეს.

მთავრობის მეთაურის დავალების საფუძველზე, აღნიშნული საკითხის შესწავლაში, უკვე ჩაერთო მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტი”, – განაცხადეს პრემიერის ადმინისტრაციაში.

მსგავსი პოსტები

Back to top button