გვატემალაში მეწყრის ჩამოწოლის გამო 215 ადამიანი დაიღუპა [Video]

გვატემალაში მეწყრის ჩამოწოლის გამო, დაღუპულ ადამიანთა რიცხვმა 2015 მიაღწია, 300 დაკარგულად ითვლება და მათ შესახებ ინფორმაცია არ მოგვეპოვება, – აცხადებს ქვეყნის პროკურატურა.

კატასტროფის ადგილზე 500 მაშველი მუშაობს და ტერიტორია 46 000 კუბური მეტრი მიწისგან უკვე გაწმინდეს.

ბოლო 10 წლის მანძილზე, ეს უმსხვილესი სტიქიური უბედურებაა, რომელიც გვატემალას დაატყდა.

2005 წელს, სანტიაგო ატიტლანის ტერიტორიაზე არსებული სოფელი – პანაბაი მეწყერში მოხვდა და მთლიანად ჩაიძირა.

მსგავსი პოსტები

Back to top button