თუშეთის გზაზე მეწყერი ჩამოწვა – უღელტეხილზე თოვს

თუშეთის გზა ისევ ჩაიკეტა.

ძლიერი წვიმის შედეგად, თუშეთთან დამაკავშირებელი ფშაველი-ომალოს საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე მეწყერი ჩამოწვა – ამის შესახებ რადიო “ჰერეთს” თუშეთის ეროვნული პარკიდან აცნობეს.

როგორც შპს-თუშეთგზის დირექტორი ომარ ლეკიშვილი აღნიშნავს, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები და გზა სავარაუდოდ ხვალისთვის გაიხსნება.

როგორც რადიო “ჰერეთს” ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა განაცხადა, მიწის მასის ჩამოშლას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მისივე თქმით, თუშეთის უღელტეხილზე ამ წუთებში გადაუღებლად თოვს.

ბექა ბაიდაური_ხმა

მსგავსი პოსტები

Back to top button