გზებზე შეზღუდვებია

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო ჩუმათელეთი-ხუნევის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად-მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება კი თავისუფალია.

ანალოგიური ვითარებაა ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ნაქერალას უღელტეხილზე.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ადგილზე მობილზებულია შესაბამისი ტექნიკა და გზის გაწმენდითი სამუშაოები 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button