საქართველოში მიწისძვრა მოხდა
3.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა წუხელ საქართველოში. ბიძგები იმერეთში, კერძოდ ბაღდათიდან დაახლოებით 8 კილომეტრში, 23 საათსა და 03 წუთზე დაფიქსირდა.
სეისმური მონიტორინგის ცენტრში განაცხადეს, რომ მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია. სხვა დეტალები უცნობია.