ჰააგის გადაწყვეტილების მიუხედავად პუტინი არ ჩერდება

ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, რუსეთი არ ჩერდება და უკრაინაში ომი გრძელდება. გასული დღე ღამის განმავლობაში, ომში მყოფმა ქვეყანამ ოკუპანტების 100-ზე მეტი იერიში მოიგერია. მთელი ღამის განმავლობაში იბომბებოდა ზაპოროჟიე. დაზიანებულია შენობები.
რუსმა სამხედროებმა იერიშები მიიტანეს სუმის ოლქის 3 დასახლებაზე. უკრაინა ირანული დრონებითაც იბომბებოდა.
უკრაინელმა სამხედროებმა 16 დან 11 დრონი ჩამოაგდეს. ოკუპანტები ბახმუტის ალყაში მოქცევას ცდილობენ. თუმცა აგრესორის დიდ დანაკარგებზე საუბრობს, ომში მყოფი ქვეყანა.
უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, დღეს დილით, საჰაერო განგაში გამოცხადდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საჰაერო განგაშის გამოცხადების მიზეზების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
ამასთან, ბელარუსი აქტივისტები სოციალურ ქსელი წერენ, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე „კინჟალის“ რაკეტების გადამტანი რუსული MiG-31K ტიპის ავიაგამანადგურებელი აფრინდა.