მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

„ჰამასი“ ისრაელთან ზავის კიდევ ოთხი დღით გახანგრძლივებაზე მზადყოფნას გამოთქვამს

„ჰამასი“ ისრაელთან ზავის კიდევ ოთხი დღით გახანგრძლივებაზე მზადყოფნას გამოთქვამს.

მედიის ცნობით, „ჰამასმა“ ინიციატივის შესახებ შუამავლებს უკვე აცნობა, რომ, ზავის გახანგრძლივების შემთხვევაში, მოძრაობას შეეძლება ისრაელელი ტყვეების გათავისუფლება.

არსებული შეთანხმების თანახმად, „ჰამასმა“ უნდა გაათავისუფლოს ისრაელელი ბავშვები, ასევე ის ქალები, რომლებიც ისრაელის თავდაცვის ძალებში არ მსახურობდნენ.

ღაზაში ცხრა ბავშვი რჩება მძევლად, ყველაზე პატარა ათი თვისაა. ისრაელმა უკვე მიიღო მძევლების სია, რომლებსაც „ჰამასი“ დღეს მოგვიანებით გაათავისუფლებს.
ამასთან ღაზაში ჰუმანიტარული პაუზის დასრულების შემდეგ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ომის გაგრძელებით იმუქრება. ნეთანიაჰუ ამტკიცებს, რომ ისრაელი განაახლებს სამხედრო კამპანიას „ჰამასის“ გასანადგურებლად.

ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ომის მთავარი მიზნებია ღაზის მმართველი ტერორისტული ჯგუფის „ლიკვიდაცია“, 7 ოქტომბრის ხოცვა-ჟლეტის შედეგად აყვანილი ყველა მძევლის სახლში დაბრუნება და იმის უზრუნველყოფა, რომ ანკლავი „არასოდეს გახდეს საფრთხე ისრაელისთვის“.

მძევლების მეექვსე ჯგუფის მოსალოდნელი გათავისუფლების წინ, ნეთანიაჰუ მიესალმება გატაცებული ისრაელელების დაბრუნებას, რაც, მისი თქმით, გასულ კვირას „წარმოსახვითად“ ჟღერდა.

„ბოლო დღეებში მოვისმინე კითხვა: დაუბრუნდება თუ არა ისრაელი ბრძოლას ჩვენი მძევლების დაბრუნების ეტაპის დასრულების შემდეგ? ჩემი პასუხი არის ცალსახა – დიახ. ჩვენ არ შეგვიძლია, არ დავუბრუნდეთ ბრძოლას ბოლომდე“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

მსგავსი პოსტები

Back to top button