მმართველი პარტია ყრილობისთვის ემზადება-ოცნება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადებასთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს

„ქართული ოცნება“ 30 დეკემბერს პარტიის ყრილობას გამართავს. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, 30 დეკემბერს გაიმართება პარტიის ყრილობა 350-მდე დელეგატის მონაწილეობით. ყრილობაზე სამუშაო რეჟიმში განხილული იქნება საერთო პოლიტიკური და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები“, – განაცხადა კობახიძემ.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიის ახალი წესდებით, პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში 20-ის ნაცვლად 15 წევრი აირჩევა და მათ შორის აღარ იქნებიან პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კახა კუჭავა და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.
კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაასახელა პარტიის ის წევრები, რომელთაც პოლიტსაბჭოს წევრებად 30 დეკემბერს „ქართული ოცნების“ ყრილობაზე აირჩევენ.
„პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, 30 დეკემბერს გაიმართება პარტიის ყრილობა 350-მდე დელეგატის მონაწილეობით. ყრილობაზე სამუშაო რეჟიმში განხილული იქნება საერთო პოლიტიკური და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მომზადებასთან დაკავშირებული საკითხები. გარდა ამისა, პარტიის ყრილობაზე განახლდება პარტიის პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა, პარტიის წესდებაში განხორციელდება მცირე ცვლილება და პარტიის ყრილობის მიერ პოლიტიკური საბჭოში აირჩევა 15 წევრი, ნაცვლად მანამდე განსაზღვრული 20 წევრისა. პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, ყრილობას დასამტკიცებლად წარედგინება პოლიტიკური საბჭოს შემდეგი შემადგენლობა –
ირაკლი ღარიბაშვილი
კახა კალაძე
შალვა პაპუაშვილი
მამუკა მდინარაძე
დიმიტრი სამხარაძე
თეა წულუკიანი
ვახტანგ გომელაური
თორნიკე რიჟვაძე
გიორგი ვოლსკი
არჩილ თალაკვაძე
ირაკლი ჩიქოვანი
ანრი ოხანაშვილი
ნიკოლოზ სამხარაძე
მაკა ბოჭორიშვილი
მარიამ ქვრივიშვილი.
პარტიის წესდების თანახმად, პოლიტიკურ საბჭოში თანამდებობრივად შედის თავმჯდომარე [ირაკლი კობახიძე]