ახალი ამბებიმნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ჰერეთი “ახალი ამბების” მაუწყებლობას განაახლებს

ხვალიდან, 1 სექტემბრიდან, დილის 9:00 საათიდან, მედია-ჰოლდინგ ჰერეთის საინფორმაციო მაუწყებლობა სრული დატვირთვით განახლდება.

ახალი ამბების მოსმენა, მსმენელს ყოველ საათში, ჩვენი სამივე რადიოსადგურის: ჰერეთის FM102.8, (კახეთი) რადიო თბილისისა FM93.5 და ციტრუსის FM97.3 (ბათუმი), ეთერში კვლავ შეეძლება.

დღის შემაჯამებელი მთავარი საინფორმაციო გამოშვება ეთერში გადის 17:00 საათზე და თითქმის 30 წუთი გრძელდება.

ჩვენი “ახალი ამბები” 3 რადიოსადგურში ერთიანი ნიუსპლატფორმით, ერთდროულად მაუწყებლობს.

“ჰერეთის ახალი ამბები”, რომელიც მრავალი წელია ინარჩუნებს ობიექტურ და ამავდროულად კრიტიკულ საინფორმაციო პოლიტიკას, 2021 წელსაც მოხვდა გაეროსა და ევროკავშირის “რადიოს ახალი ამბების კვლევის” ნუსხაში, რომლის მონიტორინგსაც “ინტერნიუსი” ახორციელებს.

ჰერეთის წარმატების 23 წელი – ინტერვიუ რამაზ სამხარაძესთან

მსგავსი პოსტები

Back to top button