მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ჰერეთი რჩება კრიტიკულ მედიასაშუალებად ქვეყანაში

"ჰერეთი“ კრიტიკული რადიომაუწყებელია, რომელიც ჟურნალისტური სტანდარტების დაცვით მუშაობს." - ნათქვამია მედიამონიტორინგის შედეგებში

„ჰერეთი“ვრცელ საინფორმაციო გამოშვებებში ქვეყანაში განვითარებული მოვლენები აქტიურად შუქდებოდა.
რადიომაუწყებელის საინფორმაციო გამოშვებას არასტანდარტული ქრონომეტრაჟი ჰქონდა და მისი ხანგრძლივობა ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესაბამისად იცვლებოდა
მაუწყებელი ხელისუფლების აქტივობებს, უმეტესად, კრიტიკულ ჭრილში, თუმცა მიუკერძოებლად, აშუქებდა.
ჟურნალისტები არც ერთი პოლიტიკური გუნდის მიმართ მკვეთრად სუბიექტურ დამოკიდებულებას არ გამოხატავდნენ.
ჰერეთმა საინფორმაციო გამოშვებებში არჩევნების ორივე ტურის მიმდინარეობის პროცესი ვრცლად გააშუქა: რეგიონებიდან განხორციელდა პირდაპირი ჩართვები – საუბარი.იყო საარჩევნო უბნებთან არსებულ ვითარებასა და სავარაუდო დარღვევებზე;
ეთერი დაეთმოროგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების, ადგილობრივი და უცხოური სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეფასებებს.„ჰერეთი“ კრიტიკული რადიომაუწყებელია, რომელიც ჟურნალისტური სტანდარტების დაცვით მუშაობს.” – ნათქვამია მედიამონიტორინგის შედეგებში, რომელიც ევროკავშირისა და გაეროს დაკვეთით განხორციელდა.
კვლევა 5 ივლისი – 14 ნოემბრის პერიოდში რადიოარხების მონიტორინგის შემდეგებს ასახავს და ის საქართველოს ინტერნიუსმა გაავრცელა

მსგავსი პოსტები

Back to top button