მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

“ჰერეთი წლების განმავლობაში ინარჩუნებს პასუხისმგებლიანი მედიის სტატუსს”

“რადიო „ჰერეთი“ ვრცელ საინფორმაციო გამოშვებებში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ
პროცესებთან ერთად რეგიონებში განვითარებულ მოვლენებსა და სიახლეებსაც აქტიურად
აშუქებდა; ასევე აქტიურად შუქდებოდა პარტიების წინასაარჩევნო აქტივობებიც.
საანგარიშო პერიოდში მონიტორინგის სუბიექტებს ჯამში 6 საათი და 23 წუთი დაეთმოთ.
ამ დროის 28% „ქართულ ოცნებაზე“ მოდიოდა, 11-11% მთავრობას, „ერთიან ნაციონალურ
მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“ დაეთმოთ.

წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით მოიმატა მმართველი გუნდის პირდაპირი საუბრის წილმა და საშუალოდ, 54% შეადგინა. შესაბამისად, სახელისუფლებო სუბიექტებს უარყოფით ტონში შედარებით
ნაკლები დრო დაეთმოთ.” – ნათქვამია მედიამონიტორინგის კვლევის მორიგ შედეგებში, რომელიც ევროკავშირისა და გაეროს მხარდაჭერით “საქართველოს ინტერნიუსმა” გამოაქვეყნა.

„ინტერნიუსი-საქართველო“, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მიერ
დაფინანსებული პროექტის – „2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების
კვლევა“- ფარგლებში, რადიომაუწყებლების საღამოს საინფორმაციო გამოშვებებს აკვირდება.
მონიტორინგი 2020 წლის 15 ივნისს დაიწყო.

და იქვე რეკომენდაციებიც გამოაქვეყნა როგორი იქნებოდა მაუწყებლის უკეთესი მუშაობა.

„ჰერეთი“, სხვა რადიომაუწყებლების მსგავსად, წინასაარჩევნო კამპანიის გაშუქებისას,
ძირითადად, პოლიტიკოსთა განცხადებების გაჟღერებით შემოიფარგლებოდა. გადაცემებში
შუქდებოდა პარტიების განცხადებები, შეხვედრები და ბრიფინგები. ჟურნალისტები არც ერთი პოლიტიკური სუბიექტის მიმართ მიკერძოებულ დამოკიდებულებას არ გამოხატავდნენ.

რადიომაუწყებელი წლების განმავლობაში ინარჩუნებს კრიტიკული და პასუხისმგებლიანი
მედიის სტატუსს, თუმცა მეტად ანალიტიკური და ჟურნალისტების მიერ წინ წამოწეულ
პრობლემებზე მომზადებული მასალები საინფორმაციო გადაცემებს უფრო მრავალფეროვანს
გახდიდა

დაკვირვება ხორციელდება 10 რადიომაუწყებლის საღამოს საინფორმაციო გამოშვებებზე.
ეს რადიოებია: „რადიო 1“ (საზოგადოებრივი მაუწყებელი), „თავისუფლება”, „იმედი“,
„მაესტრო“, „პალიტრა“, „პირველი რადიო“, „ჰერეთი“, „მარნეული“, „ძველი ქალაქი“ (ქ.
ქუთაისი), „სამხრეთის კარიბჭე“ (ქ. ახალციხე).

წინამდებარე ანგარიში მოიცავს 1 სექტემბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდის
საღამოს საინფორმაციო გამოშვებების მონიტორინგის შედეგებს.

მედიამონიტორინგის სრული ვერსია იხილეთ აქ

მსგავსი პოსტები

Back to top button