მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

ბელარუსი რუსეთთან ერთად იმ შემთხვევაში იბრძოლებს, თუ მათზე თავდასხმა განხორციელდება

ბელარუსის ავტორიტარი მმართველი ლუკაშენკა მიიჩნევს, რომ რუსეთი უკრაინაში არ შეჭრილა და ყველაფერი, რაც ხდება რუსეთის ინტერესების და უკრაინაში მცხოვრები რუსების დაცვაა. ბელარუსის სახელმწიფო სააგენტო „ბელტას“ ინფორმაციით, ამის შესახებ ლუკაშენკამ დღეს, მინსკში განაცხადა ადგილობრივ და უცხოელ ჟურნალისტებთან შეხვედრისას.

უკრაინასთან ომში ბელარუსის ჩართვის შესაძლებლობაზე დასმულ შეკითხვას, ლუკაშენკამ უპასუხა: „მზად ვარ რუსებთან ერთად ბელარუსის ტერიტორიიდან ვიომო ჯერჯერობით ერთადერთ შემთხვევაში, თუ იქიდან თუნდაც ერთი ჯარისკაცი მოვა ბელარუსის ტერიტორიაზე ჩემი ხალხის მოსაკლავად. თუ ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიას განახორციელებენ, პასუხი უსასტიკესი იქნება და ომი მიიღებს სულ სხვა ხასიათს“.

ბელარუსის ავტორიტარი მმართველის განცხადებით, ეს ეხება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ სხვა მეზობლებსაც.
„ჩვენ არ ვაპირებთ ჩვენი ჯარის გაგზავნას უკრაინაში, თუ ბელარუსის წინააღმდეგ აგრესია არ განხორციელდება. მზად ვარ, ვიბრძოლო რუსებთან ერთად ბელარუსის ტერიტორიიდან, მაგრამ მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ იქიდან თუნდაც ერთი ჯარისკაცი მოვა ბელარუსის ტერიტორიაზე ჩემი ხალხის მოსაკლავად. ომი სულ სხვა ხასიათს მიიღებს“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

მისი მტკიცებით, ბელარუსს ომი არ სურს.

„ჩვენ ვართ მშვიდობიანი ხალხი, ვიცით რა არის ომი და არ გვინდა ომი“, – აღნიშნა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკას თქმით, უკრაინის ხელისუფლებამ თავად მოახდინა რუსეთის „ოპერაციის“ პროვოცირება სხვადასხვა ქმედებით, მათ შორის „მინსკის შეთანხმებაზე“ უარით. ბელარუსის ავტორიტარი მმართველის აზრით, რუსეთთან უკრაინის შეთანხმების შემთხვევაში, ომი არ იქნებოდა. ამასთან, ლუკაშენკა აცხადებს, რომ უკრაინა იყო “მხოლოდ საბაბი ომის გასაჩაღებლად“, რომელიც დასავლეთს სურდა და მისი ინტერესია „პოლონელების ხელით უკრაინის დანაწევრება“.

ბელარუსის ავტორიტარმა მმართველმა ილაპარაკა სამშვიდობო მოლაპარაკების აუცილებლობაზეც, რისთვისაც, ლუკაშენკას აზრით, ევროპა მზად არის, მაგრამ ამერიკელებმა ევროპა „ჩააყენეს პოზაში და იმას უკეთებენ, რაც უნდათ”.რუსი სამხედროები უკრაინის წინააღმდეგ საომრად ბელარუსის ტერიტორიასაც იყენებენ. პუტინს და მის მოკავშირე ლუკაშენკას შექმნილი აქვთ რუსეთ-ბელარუსის გაერთიანებული სამხედრო დაჯგუფებაც

მსგავსი პოსტები

Back to top button