ლევან იზორია-სავალდებულო სამხედრო სამსახურში წვევამდელების ანაზღაურება გაიზრდება

თავდაცვის მინისტრამა ანგარიში წარადგინა და გასატარებელ რეფორმებზე ისაუბრა.

რეფორმები ეხება კადრების ოპტიმიზაციას თავდაცვის უწყებაში, საბრძოლო მომზადების ახალ კონცეფციას, ასევე ოპტიმიზაციას როგორც გენშტაბში, ასევე თავდაცვის სამოქალაქო სტრუქტურაში.

ლევან იზორიას განცხადებით, მეტი ყურადღება დაეთმობა საბრძოლო წვრთნებს და შეიარაღების განახლებას. თავდაცვის მინისტრმა ასევე დააანონსა ნატოს წვრთნები საქართველოში.
მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამხედრო სამსახურის განახლებული ფორმით აღდგენასთნ დაკავშირებით.
მისივე თქმით, წვევამდელები გაივლიან სრულფასოვან საწყის მომზადებას და ჩამოყალიბდებიან, როგორც სრულყოფილი სამხედრო მოსამსახურეები.

„მიზანშეწონილად მიგვაჩნია სავალდებულო სამხედრო სამსახურის განახლებული ფორმით აღდგენა, კერძოდ წვევამდელები გაივლიან სრულფასოვან საწყის მომზადებას და ჩამოყალიბდებიან როგორც სრულყოფილი სამხედრო მოსამსახრეები. სავალდებულო სამხედრო სამსახურში წვევამდელების ანაზღაურება გაიზრდება 50 ლარამდე და მათ ექნებათ უქმე დღეებით სარგებლობის საშუალება. განახლებული სავალდებულო სამხედრო სამსახური უზრუნველყოფს ხარჯების ეკონომიურობას, ასევე წვევამდელების სისტემით პროფესიული კომპონენტის მხარდაჭერას და მეტი პერსონალის მომზადებას, როგორც რეზერვისთვის, ისე საკონტრაქტო სამხედრო სამსახურისთვის”, – განაცხადა ლევა იზორიამ.

მინისტრის გადაწყვეტილებას მხარს უჭერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ის თავდაცვის მინისტრის მიერ შემუშავებულ ყველა რეფორმას მხარს დაუჭერს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საქმინაობას მხარს უჭერს ასევე ამერიკის ელჩი იან კელი.

მსგავსი პოსტები

Back to top button