თბილისში”შირაქის პროდუქტის” ჯიხური გაქურდეს

თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე შირაქის პროდუქტის ჯიხური გაქურდეს. გამყიდველის თქმით, წაღებულია ფული, მაგრამ არა დიდი რაოდენობით.

ქურდობა წუხელ მოხდა. ადგილზე არსებული სხვა სავაჭრო ჯიხურის გამყიდველის თქმით, დილით მისულს მაღაზია უკვე გაქურდული დახვდა.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებოდნენ. მათ მუშაობა უკვე დაასრულეს და განაცხადეს, რომ წაღებულია ღვინო, საღეჭი რეზინი და ხურდა ფული.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 177-ე მუხლით მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button