მნიშვნელოვანისიახლეები

ზურაბ ბოლღაშვილი არქიმედეს ლაგოდეხის ფილიალს ახალშობილის სიკვდილში ადანაშაულებს

ზურაბ ბოლღაშვილი არქიმედეს ლაგოდეხის ფილიალს ახალშობილის სიკვდილში ადანაშაულებს.

ახალშობილის მამა რადიო ჰერეთს უყვება,რომ ბარბარე ბოლღაშვილი 19 დეკემბერს,საკეისრო კვეთის შედეგად გაჩნდა და ექიმების დაუდევრობის შედეგად მხოლოდ 4 დღე იციცხლა. ჩვილი ჯანმრთელი იყო მუცლად ყოფნის და დაბადების დროსაც. ამის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ხელთ მაქვს,- ამბობს დაზარალებული. მამის განცხადებით,ლაგოდეხის კლინიკის თანამშრომლები მას და მის მეუღლეს

ფიზიკურად გაუსწორდნენ. როდესაც კლინიკაში შესვლა დავაპირეთ,დაცვამ ჩვენ გვცემა.დაზიანებები ახლაც მეტყობა,- ამბობს ბოლღაშვილი. გარდა ამისა, ბოლღაშვილის თქმით ახალშობილი წუხელ,ღამით გარდაიცვალა, მათ კი მხოლოდ დღეს 9 საათისთვის შეატყობინეს. შს სამმართველის ლაგოდეხის ფილიალში სისხლის სამართლის საქმე უკვე აღიძრა. პოლიცია ადგილზე იმყოფება და თვითმხილველების დაკითხვას აწარმოებს.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოდბისხევში მცხოვრები ოჯახი ამბობს,რომ სამართლის ძიებას რეგულირების სააგენტოშიც აპირებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button