“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” თელავში რეგიონული ოფისი გახსნა

თელავში არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” რეგიონული ოფისი გახსნა.

ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა, საზოგადოებას ოფისის რეგიონული ხელმძღვანელი წარუდგინა. ოფისს, ზურა მირზიკაშვილი უხელმძღვანელებს.

ორგანიზაციამ საზეიმო მიღებაზე საკუთარი თხუთმეტწლიანი მუშაობის ამსახველი ფოტოგამოფენა წარადგინა და სპეციალურად მომზადებული ფილმიც აჩვენა. ღონისძიებას კახეთში მომუშავე არასამთავრობო სექტორის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button