უჯარმაში პოლიციაა მობილიზებული
საგარეჯოში, უჯარმის N13 საარჩევნო უბანი ამ დროისთვის პარალიზებულია. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზბულნი.
რადიო ჰერეთის ინფორმაციით, საარჩევნო უბანი ჩაკეტილია და უბანში შესვლის და გამოსვლის საშუალება არავის აქვს, მათ შორის არც ჟურნალისტებს.
ადგილზე იმყოფებიან “პატრიოტთა ალიანსის” მაჟორიტარობის კანდიდატი ირმა ინაშვილი და მისი მხარდამჭერები.
უჯარმის N13 საარჩევნო უბანზე მუხროვანის სამხედრო ნაწილის ხმები უნდა დაითვალონ. “პატრიოტთა ალიანსის” მხარდამჭერები აცხადებენ, რომ უბანზე ხმების გაყალბებაა მოსალოდნელი.ადგილზე იმყოფება მაჟორიტარობის კანდიდატი ირმა ინაშვილიც. ისინი N13 საარჩევნო უბნის და მასზე მიბმული N50 მუხროვანის სამხედრო ნაწილის სპეცუბნის შედეგების ბათილად ცნობას და ამ უბნებზე არჩევნების ახლიდან ჩატარებას ითხოვენ.
ცოტა ხნის წინ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ შუალედურ არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ ძალებს მოუწოდა, საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას ხელი არ შეუშალონ.