მოზაიკა

მინი მაუსს ვარსკვლავი გაუხსნეს

ჰოლივუდის დიდების ხეივანს კიდევ ერთი ვარსკვლავი შეემატა.

2627-ე ვარსკვლავის მფლობელი ანიმაციური პერსონაჟი მინი მაუსი გახდა. პირველად მინი მაუსი ეკრანებზე 1928 წელს მოკლემეტრაჟიან ანიმაციურ ფილმში “შეშლილი თვითმფრინავი” გამოჩნდა.

მისი ავტორი ცნობილი მულტიპლიკატორი უოლტ დისნეია, რომელიც წლების განმავლობაში პერსონაჟს თავადვე ახმოვანებდა.

აღსანიშნავია, რომ მინი მაუსის თანამგზავრის, მიკი მაუსის ვარსკვლავი ამავე ბულვარში 40 წლის წინ, 1978 წელს გაიხსნა. მინი მაუსს კი ეს პატივი 90-ე იუბილეზე ხვდა წილად.

 

 

მსგავსი პოსტები

Back to top button