მნიშვნელოვანირეგიონისიახლეები

ჰერეთის მასალის შემდეგ თელავის მერიამ 60 ათას ლარიანი ტენდერი შეაჩერა

რადიო ჰერეთის ეთერში გამოქვეყნებული მასალის შემდეგ, თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლო შესყიდვებისათვის გამოცხადებული ტენდერი შეაჩერა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ფიქრია ყუშიტაშვილის განმარტებით, ახალი წლისათვის თელავის ქუჩები, ძველი ილუმინაციებით მოირთვება.

“კორონა პანდემიის გამო შექმნილ ვითარებაში,სამწუხაროდ, თელავიც შევიდა იმ ქალაქების რიცხვში, სადაც შეზღუდვები დაწესდა. ამიტომ ტენდერი შეჩერდა. ისტორიული და ცენტრალური ქუჩები მოირთვება ძველი ილუმინაციებითა და ინვენტარით. ეს შესყიდვები ადრევე იყო დაგეგმილი, სანამ რეგულაციები დაწესდებოდა. შარშანდელი იქნება ნაძვისხეც”- განაცხადა ყუშიტაშვილმა რადიო ჰერეთთან.

მსგავსი პოსტები

Back to top button