ჰერეთის მენეჯმენტი შეერთებულ შტატებში დღეს გაემგზავრება

რადიო ჰერეთის მენეჯმენტის 4 კაციანი ჯგუფი, შეერთებულ შტატებში დღეს გაემგზავრება.

ჰერეთის წარმომადგენლები ქანთრი მუსიკის სამშობლოში – ტენესის შტატში, ქალაქ ნეშვილში თავის ახალ პარტნიორ რადიო WYCQ, Cromwell Group (ქრომველ გრუპი) მფლობელებს და თანამშრომლებს შეხვდებიან.

“ჩვენთვის ძალიან დიდი გამოწვევაა  ჩვენს ახალ პარტნიორთან ვიზიტი, რადგან ინტენსიურად ვემზადებით თბილისის ბაზარზე შემოსასვლელად. ჩემთან ერთად მარკეტინგის, ტექნიკური დეპარტამენტის, ფინანსური დეპარტამენტის მენეჯერებიც იქნებიან, მინდა მადლობა გადავუხადო პროგრამის ორგანიზატორებს, ზუსტად ისეთი პარტნიორი შეგვირჩიეს, რომელიც ფლობს დიდ და პატარა რადიოსადგურებსაც” – ამბობს რადიო ჰერეთის დამფუძნებელი რამაზ სამხარაძე.

Cromwell Group – ამერიკის შეერთებულ შტატებში 28 რადიოსადგურს ფლობს. აქედან 6 AM და 22 FM რადიოს. ჯგუფი ფლობს 30 შვილობილ მედიაკომპანიასაც.

Cromwell Group – ი ამერიკის რადიო ბაზარზე 1969 წლიდან ოპერირებს.

ჰერეთმა გასულ წელს მედია პარტნიორობის პროგრამაში (GMPP) გაიმარჯვა, რომელიც ხელს უწყობს ქართველ და ამერიკელ მონაწილეთა შორის მდგრადი კავშირების შექმნას.

GMPP-ის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში თავისუფალი მედიის პროფესიულ განვითარებას ქართულ და ამერიკულ მედია საშუალებებს შორის გრძელვადიანი პარტნიორული კავშირების დამყარებით, პროფესიული გაცვლებით, ინდივიდუალური კონსულტაციებითა და გამოცდილების გაზიარებით.

საქართველოს მედია პარტნიორობის პროგრამა (GMPP) დაფინანსებულია აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის მიერ და მას საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX)-ი ახორციელებს.

მსგავსი პოსტები

Back to top button