მნიშვნელოვანისაქართველოსიახლეები

ჰერეთის რადიოები 1 წუთით მაუწყებლობას შეწყვეტს

გარდაცვლილი ოპრატორის, ლექსო ლაშქარავას პატივსაცემად, 15.00 საათზე, მედიაჰოლიდნგ ჰერეთის სამივე რადიოსადგური: დედაქალაქში რადიო თბილისი FM93.5 , კახეთში რადიო ჰერეთი FM102.8 და ბათუმში, რადიო ციტრუსი FM97.3, ერთი წუთით შეწყვეტს მაუწყებლობას.

ტელეკომპანია პირველის ოპერატორს ლექსო ლაშქარავას დღეს 15.00 საათზე დაკრძალავენ.
დაკრძალვაზე მისვლისკენ მოქალაქეებს მედიამენეჯერებმა მოუწოდეს. ისინი სახლიდან სასაფლაომდე მსვლელობით მივლენ.

შეგახსენებეთ, რომ ოპერატორს ლექსო ლაშქარავას, 5 ივლისს, მოძალადე ჯგუფები “სირცხვილიას” ოფისში თავს დაეხნენ. მას მოტეხილი ჰქონდა სახის ძვლები, რის გამოც ჩაუტარდა სასწრაფო ოპერაცია. 8 ივლისს სახლში გაწერეს, ხოლო 11 ივლისს, დილით, დედამ გარდაცვლილი იპოვა საკუთარ სახლში.

მსგავსი პოსტები

Back to top button