რეგიონი

კახეთში ძლიერი ქარისგან მიყენებული ზიანის დადგენა დაიწყო

მუნიციპალიტეტების მერიებთან შექნილი ზარალის დამდგენი კომისიები დილიდან ადგილებზე იმყოფებიან და ვითარებას სწავლობენ.

კომისიებმა უნდა აღწერონ სტიქიით დაზარალებული მრავალბინიანი და კერძო სახლებისათვის მიყენებული ზიანი და დაადგინონ, რა თანხის ზარალი მიადგა, თითოეულ მუნიციპალიტეტს.

დღევანდელი მდგომარეობით, რეგიონში თელავის, ახმეტის, ყვარლის, საგარეჯოსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებია დაზარალებული.

ყველაზე მძიმე ვითარებაა თელავის მუნიციპალიტეტში, სადაც ათობით საცხოვრებელი სახლი სახურავის გარეშეა დარჩენილი. გადახდილია საბავშვო ბაღებისა და საჯარო სკოლების სახურავებიც.

ქუჩებში დაგლეჯილია მრავალწლოვანი ხეები, მოსახლეობის ნაწილს ჯერ კიდევ არ მიეწოდება ელექტროენერგია და ინტერნეტი.
საგარეჯოს მუნიციპლიტეტში,ძლიერი ქარისგან დანგრეულია ერთი სახლი.

ძლიერი ქარი კახეთის რეგიონში, 28 მარტს, დაახლოებით ათი საათის განმავლობაში ქროდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button