ჰერეთმა რადიობლოგერების კონკურსი გამართა

რადიო “ჰერეთმა” თელავში, “მედიაკაფეში” რადიობლოგერების შესარჩევი კონკურსი გამართა.

ბლოგერების კონკურსს რადიო “ჰერეთის” მენეჯმენტთან ერთად გაზეთ “კახეთის ხმის”  მფლობელი მაია მამულაშვილი და “დემოკრატიის სკოლის” კახეთის რეგიონული კოორდინატორი ნიკოლოზ შარვაშიძეც ესწრებოდნენ.

“ჰერეთის” ახალი პროექტი, რომელიც “ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის” ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება ითვალისწინებს რადიო ბლოგების საშუალებით მოქალაქეების მიერ თვითმმართველობის ეფექტიან მონიტორინგს.

8 თვის განმავლობაში რადიოსადგური კახეთში 10 ბლოგერს მოამზადებს.

შერჩეულ ბლოგერებს, სპეციალური სწავლება რადიო ჰერეთის ბაზაზე ჩაუტარდებათ თვითმმართველობის, სამოქალაქო უფლებების დაცვის, “რადიობლოგინგის” და გენდერის საკითხებზე.

ბლოგერები შექმნიან 70-ზე მეტ “რადიო ბლოგს” საკუთარ მუნიციპალიტეტებში არსებულ და მიმდინარე მოვლენებზე, რომელიც გადაცემა რადიო ბლოგის სახით “ჰერეთის” ეთერში გავა.

პროექტის განმავლობაში მომზადება ასევე საზოგადოებრივ პოლიტიკური თოქ-შოუ „თავისუფალი დრო” მარინა გოგოლაძესთან ერთად.

რამაზ სამხარაძის და მაია მამულაშვილის ხმები

[inpost_fancy thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”3989″ thumb_margin_left=”10″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”10″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” id=”” random=”10″ group=”0″ border=”” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery” type=”fancy” sc_id=”sc1430133818161″]

მსგავსი პოსტები

Back to top button