აჭარაში მდინარემ ჩვილის ცხედარი გამორიყა
ხელვაჩაურში მშენებლებმა ჩვილის ცხედარი იპოვეს.
ცხედარი მდინარე აჭარისწყალმა გამორიყა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ს 133-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (უკანონო აბორტი).
ტარდება შესაბამისი ექსპერტიზები, რომლის შედეგების მიხედვითაც შესაძლოა ბრალდების კვალიფიკაცია შეიცვალოს.
სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
წყარო: “ინტერპრესნიუსი”