ჰიუსტონის ნათესავებმა დაკრძალვაზე სკანდალი მოაწყვეს [Video]

შაბათს, ჯორჯიის შტატში, უიტნი ჰიუსტონის ერთადერთ ქალიშვილს -ბობი კრისტინა ბრაუნს გამოეთხოვნენ. დაკრძალვის ცერემონიალს გოგნას ნათესავები და ჯორჯიის შტატის გუბერნატორი კასიმ რიდი დაესწრნენ. ახლობლებს, თითქოსდა მათი ოჯახის მეორე ტრაგედია უნდა ეგლოვათ, მაგრამ პაპარაცებმა უსიამო ინციდენტი დააფიქსირეს.

ბობი კრისტინას ნათესავები ერთმანეთს მწარე შენიშვნებს არ აკლებდნენ, ხოლო მისი მამიდა – ლეოლა ბრაუნი, დაცვამ ეკლესიიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა.

საქმე, რა თქმა უნდა, უიტნი ჰიუსტონის მემკვიდრეობას შეეხო. მან, საკუთარი ანდერძოს თანახმად, 20 მილიონი დოლარი ერთადერთ ქალიშვილს დაუტოვა. ახლა, როცა ბობი კრისტინა გარაიცვალა, ნათესავებს მემკვიდრეობაზე პრეტენზია გაუჩნდათ, მათ რიცხვში, ქალიშვილის ბოიფრენდ ნიკ გორდონსაც. იგი დაკრძალვაზე არ მიიწვიეს იმ მიზეზით, რომ ბობის კრისტინას სიკვდილში ადანაშაულებენ. იმ ტრაგიკულ დღეს, როცა ქალიშვილმა თვითმკვლელობა სცადა, შეყვარებულებმა მართლაც იჩხუბეს.

შეგახსენებთ: 2015 წლის 31 იანვარს ბობი კრისტინა საკუთარი სახლის აბაზანაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. საავადმყოფოში ჰოსპიტალიზების შემდეგ, ექიმებმა, სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით, გოგონა ხელოვნურ კომაში შეიყვანეს.

ბობი კრისტინა ბრაუნი 2015 წლის 26 ივლისს გარდაიცვალა.

ლეოლა ბრაუნის სკანდალი ბობი კრისტინას დაკრძალვის დროს

მსგავსი პოსტები

Back to top button