ჰომოფობიური ჯგუფები პარლამენტთან აქციისკენ გადაადგილებას ცდილობენ-რუსთაველზე ვითარება დაიძაბა
პარლამენტის წინ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული აქცია იმართება, პარალელურად კონტრაქციას ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფები ქაშვეთის ეკლესიასთან მართავენ.
ძალადობრივმა ჯგუფებმა ცოტა ხნის წინ, სცადეს პოლიციის ჯაჭვის გარღვევა და პარლამენტის წინ აქციისკენ გადაადგილება.
ისინი მედიის წარმომადგენლების მიმართ ისევ აგრესიას გამოხატავენ.
დღეს განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეტა საიმინისტრომ და რუსტაველის გამზირზე მიმდინარე აქციების მონაწილეებს მოუწოდა არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს:
„რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დაანონსდა “მდუმარე აქცია”, რომლის პარალელურად, ქაშვეთის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიგეგმა კიდევ ერთი აქცია. მოვუწოდებთ აქციის მონაწილეებს, არ გასცდნენ შეკრების და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფარგლებს. ამასთან, ვაფრთხილებთ ორივე აქციის ორგანიზატორებს, არ დაუშვან ძალადობისკენ მოწოდებები და უზრუნველყონ, რომ აქციებმა არ მიიღოს ძალადობრივი ხასიათი. შინაგან საქმეთა სამინისტროს უზრუნველყოს საზოგადოებრივი წესრიგის და უსაფრთხოების დაცვას. სამართალდარღვევის ფაქტებზე სამინისტრო შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს“, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, 5 ივლისს აგრესიული ჯგუფები ჟურნალისტებსა და ოპერატორებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, რის შედეგადაც 53 ჟურნალისტი დაშავდა.