ჰონკონგელმა კულინარებმა რადიომართული ტორტი გამოაცხვეს

ავტომობილების მინი-ასლების გამოცხობა კონდიტერებისთვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენს, მაგრამ ჰონკონგელმა ოსტატებმა აღნიშნულ სფეროში მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწიეს, როცა რადიომართული ტორტი შექმნეს.

პროფესიონალმა მცხობელებმა არა მხოლოდ სათამაშო ავტომანქანის ასლი გამოაცხვეს, არამედ იგი მოძრაობის ფუნქციითაც აღჭურვეს.

ჰონკონგელი კულინარები მომხმარებელს გემრიელი ბისკვიტის გაჭრამდე ჯერ ავტომობილის მართვით თავის შექცევას, შემდეგ კი მის დაგემოვნებას სთავაზობენ.

მსგავსი პოსტები

Back to top button