მსოფლიოსიახლეები

ჰოსპისში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა

სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა მოსკოვის მახლობლად მდებარე ქალაქ კრასნოგორსკის ხანდაზმულთა პანსიონატში მდებარე პოსპისში გაჩენილი ხანძრის შედეგად.

9 დაღუპულის შესახებ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო და საგამოძიებო კომიტეტი იუწყებიან. სააგენტო „ინტერფაქს”-ის ცნობით, დაღუპულია 10 ადამიანი.

გარდაცვლილები 66-დან 90 წლამდე ასაკის მოხუცები იყვნენ. მათი სიკვდილის მიზეზი მხუთავი გაზით მოწამვლაა. საავადმყოფოში 9 დაშავებული გადაიყვანეს.

ხანძარი გვიან ღამით გაჩნდა. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციით, შენობაში 37 ადამიანი იმყოფებოდა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით აღძრა. წინასწარი ვერსიით, ხანძარი ელექტროსადენების გაუმართაობამ გამოიწვია.

მსგავსი პოსტები

Back to top button