რეგიონისაქართველოსიახლეები

სამივე ახალი კოვიდინფიცირებული თეთრიწყაროდანაა

საქართველოში დღეს დადასტურებული კორონავირუსის სამივე ახალი შემთხვევა თეთრიწყაროდანაა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ მედიას აცნობა, რომ სამივე კარანტინის ზონაში იმყოფებოდა.

დღეს დილით, 3 ახალი შემთხვევის დადასტურების შემდეგ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების საერთო რიცხვი 635-დან 638-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი, 8-ით გაიზარდა და 317 გახდა.

კარანტინის რეჟიმშია 4 896 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ, – 444 პირი.

638 ადამიანიდან, 317 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 10 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.

მსგავსი პოსტები

Back to top button