
ჩინეთში, ჰუბეის პროვინციაში, მაღალკლასელი მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი აღდგა. ამის შესახებ Bangkok post-ი წერს.
პროვინციის სკოლებში შესვლამდე, მოსწავლეებს თერმოსკრინინგი ჩაუტარეს. ნიღბების ტარება და სოციალური დისტანციის დაცვა მათთვის სავალდებულოა.
ადგილობრივი ხელისუფლება სასწავლო პროცესის განახლებას გამოსაშვები გამოცდების მოახლოებით ხსნის.
BBC-ს ცნობით, საკლასო ოთახებს 121 სკოლის 57 000-მდე მაღალკლასელი დაუბრუნდა.
ახალი კორონავირუსი მსოფლიოში სწორედ ჰუბეის პროვინციიდაან, უხანიდან გავრცელდა.
COVID-19-ის ეპიდემიის დაწყების შემდეგ, მსოფლიოში კორონავირუსი 3 663 824 ადამიანს დაუდასტურდა.
მსოფლიო მასშტაბით, ახალი კორონავირუსით დაღუპულების რაოდენობა 257 000-ს გადასცდა. დღემდე ვირუსს 257 277 ადამიანი ემსხვერპლა.