იან კელი – ამერიკის ახალი ელჩი საქართველოში

აშშ – ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში შეერთებული შტატების ახალი ელჩის , იან კელის ვიდეომიმართვას ავრცელებს.

იან კელი, რომელმაც რიჩარდ ნორლანდი შეცვალა, საქართველოს ორიოდე დღეში ეწვევა. მან აშშ – ის ახალი ელჩის რანგში 11 სექტემბერს, აშშ – ის სახელმწიფო დეპარტამენტში ფიცი დადო. კელიმ მთელი კარიერა დიპლომატიურ სამსახურში გაატარა. მისი რანგია მინისტრ – მრჩეველი.

2013 წლიდან ბოლო დრომდე ელჩი კელი დიპლომატის სტატუსით ჩიკაგოში, ილინოისის უნივერსიტეტში მუშაობდა. 2010-13 წლებში ვენაში, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში აშშ – ის ელჩი იყო; 2009-10 წლებში – სახელმწიფო დეპარტამენტის საზოგადოებრივ საქმეთა ბიუროს სპიკერი; 2007-09 წლებში – ევროპისა და ევრაზიის ბიუროს რუსეთის საქმეთა ოფისის დირექტორი, ხოლო 2004-07 წლებში – ნატოში აშშ – ის მისიის საზოგადოებრივ საქმეთა ოფიცერი.

2000-04 წლებში ელჩი კელი იტალიაში აშშ – ის საელჩოს საინფორმაციო ოფიცერი / პრეს – ატაშე იყო, ხოლო 1997-2000 წლებში – თურქეთში აშშ – ის საელჩოს საინფორმაციო ოფიცერი / პრეს – ატაშე . 1994-96 წლებში ის ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოების დახმარების კოორდინაციის ოფისში პროგრამის ხელმძღვანელად მუშაობდა . უფრო ადრე ელჩ კელის ავსტრიაში, სერბეთში, ყოფილ საბჭოეთსა და იტალიაში აშშ – ის საელჩოებში სხვადასხვა თანამდებობები ეკავა.

1985 წელს, დიპლომატიურ სამსახურში შესვლამდე, ის ყოფილ საბჭოთა კავშირში, აგრეთვე ნიუ იორკის ბერნარდისა და კოლუმბიის კოლეჯებში რუსულ ენას ასწავლიდა. ელჩ კელის მიღებული აქვს ბაკალავრის ხარისხი წმინდა ოლაფის კოლეჯში, მაგისტრის ხარისხი – ნიუვესტერნის უნივერსიტეტში, ხოლო
სადოქტორო ხარისხი – კოლუმბიის უნივერსიტეტში.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”18020″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”] [/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button