ზუგდიდში აფხაზებისთვის სუპერთანამედროვე ცენტრი შენდება

მრავალპროფილიანი სამედიცინო ცენტრი 220 საწოლზეა გათვლილი და თანამედროვე სამედიცინო მოწყობილობით აღჭურვილი იქნება.

ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში ზეთანამედროვე საავადმყოფო შენდება. სოფელი ენგურის მარცხენა სანაპიროზეა განლაგებული, სადაც საბჭოურ პერიოდში, ყოველწლიურად, ქართულ-აფხაზური მეგობრობის ფესტივალები ტარდებოდა, – იუწყება რადიო Sputnik.

კლინიკაში: ზუგდიდელი, ამერიკელი, ებრაელი, გერმანელი, იაპონელი და რუსი მაღალკვალიფიცირებული სამედიცინო პერსონალი იმუშავებს. აფხაზებისთვის მკურნალობა უფასოდ იგეგმება. საავადმყოფოს გვერდზე, ავადმყოფთა თანმხლები პირებისთვის, სამვარსკვლავიანი სასტუმრო აშენდება.

კლინიკის მშენებლობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანია“ ხელმძღვანელობს. პროქტის ღირებულება 41 მილიო ლარს შედგენს, რომელიც 2016 წელს დასრულდება. სამედიცინო ცენტრს 600 ადამიანი მოემსახურება.

მსგავსი პოსტები

Back to top button