იან კელი: ვიკვლევთ შესაძლებლობებს რომ საქართველოს დავეხმაროთ

ბორჯომში მიმდინარე პროცესს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი გამოეხმაურა და განაცხადა რომ შეერთებულ შტატებს სურვილი აქვს, როგორც პარტნიორს ქვეყანას საქართველოს დაეხმაროს. ელჩმა მედიასთან განაცხადა, რომ იგი ამერიკელი სემხედროების ევროპულ სარდლობას დაუკავშირდა.
“ჩვენ გვქონდა მჭიდრო კავშირი საქართველოს მთავრობასთან გუშინდელი დღიდან. სიტუაცია არის რთული, ხანძრის ლიკვიდაციაში ძალიან ბევრი მეხანძრეა ჩართული და ზოგადად არის რთული სიტუაცია. ჩვენ, როგორც საქართველოს პარტნიორებს, გვსურს მხარი დავუჭიროთ და დავეხმაროთ საქართველოს ამ ძალისხმევაში, რომ მოახდინოს ხანძრის ლიკვიდაცია. ჩვენ გავაგზავნეთ დამატებითი მოთხოვნა და დავუკავშირდით ამერიკელი სამხედროების ევროპულ სარდლობას, რომელიც გერმანიაშია. ასევე USAID-ს და ვიკვლევთ იმ შესაძლებლობებს, კიდევ რითი შეგვიძლია დავეხმაროთ საქართველოს ამ ძალისხმევაში. ვიცით, რომ მეზობელი ქვეყნები დაეხმარნენ საქართველოს და გამოგზავნეს გარკვეული ტიპის ტექნიკა. ჩვენ დავრჩებით მჭიდრო კონტაქტზე და კავშირზე საქართველოს მთავრობასთან. ჩვენი ფიქრებით და ლოცვებით ვართ მამაც მეხანძრეებთან, რომლებიც ებრძვიან ამ სტიქიას”, – განაცხადა იან კელიმ, შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button