იაპონელებმა გაზონის „პრინტერი“ გამოიგონეს [Video]

კეიოს უნივერსიტეტის თანამშრომელმა, იუკი სუგიურამ ტოკიოს უნივერსიტეტის კოლეგებთან ერთად უჩვეულო დანადგარი გამოიგონა, რომელიც შეკრეჭილ გაზონზე მარტივ გამოსახულებებს ხატავს.

როგორც გამოცემა N+1 წერს, დანადგარი, სახელწოდებით Grassffiti, ბორბლიან ურიკას წარმოადგენს. იმისათვის, რომ მომხმარებელმა გაზონზე გარკვეული გამოსახულება დაიტანოს, ჯერ იგი დანართის დახმარებით პიქსელ-პიქსელ უნდა დახატოს, შემდეგ კი ურიკა ბალახზე გააგოროს.

მოწყობილობის შემქმნელების თქმით, „პრინტერს“ ნებისმიერი ზომის სურათის დახატვა შეუძლია, ამავე დროს, იგი ბალახს არ აზიანებს და მომხმარებელს სურვილისამებრ დაწუნებული გამოსახულების წაშლა საგანგებო ლილვით შეუძლია.
აღსანიშნავია, რომ ურიკა სუგიურას მიერ გამოგონილი პირველი დანადგარი არაა. მან 2014 წელს ACM SIGGRAPH-ის კონფერენციაზე გამოსახულების შექმნის მსგავსი კონცეფცია უკვე წარმოადგინა, ოღონდ მაშინ მან საფუძვლად ხალიჩის ზედაპირი გამოიყენა.

მსგავსი პოსტები

Back to top button