იაპონელებმა ჰოლოგრაფიული ქალი შექმნეს [Video]

იაპონიაში შეიმუშავეს მოწყობილობა Gatebox-ი, რომელიც ვირტუალურ გოგონას ასახავს. ჰიკარის პატრონთან დიალოგის გამართვა, მისი გაღვიძება, შეტყობინების გაგზავნა და სხვა ოპერაციების შესრულება შეუძლია, – იუწყება The Telegraph.

ასევე ჰოლოგრაფიულ მეგობარს საკუთარი უკმაყოფილების გამოხატვა შეუძლია მაშინ, როცა თავს მარტოსულად გრძნობს.
ჰიკარი ანიმეს სტილშია შესრულებული, აქვს ცისფერი თმა და თვალები. მას უყვარს ფუნთუშები და სძულს მწერები.
ვირტუალური გოგონას ფასი 2,5 ათას დოლარს შეადგენს. ამჟამად მწარმოებელმა Gatebox-ის 300 ეგზემპლარი გამოუშვა.

მსგავსი პოსტები

Back to top button