მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

იაპონია, ქვანახშირის მსოფლიოში მესამე უმსხვილესი იმპორტიორი გეგმავს რუსული ქვანახშირის იმპორტის შემცირებას

იაპონია, ქვანახშირის მსოფლიოში მესამე უმსხვილესი იმპორტიორი, აპირებს, რომ რუსული ქვანახშირის იმპორტი ეტაპობრივად შეამციროს და ალტერნატივა იპოვოს. ამის შესახებ წარმოების მინისტრმა განაცხადა.

მინისტრი კოიჩი ჰაგიუდა ამბობს, რომ დაუყოვნებლივ ალტერნატიული მიმწოდებლის პოვნა რთული იქნება.

მთავრობის ინფორმაციით, 2021 წელს იაპონიაში ქვანახშირის იმპორტის 11% რუსეთზე მოდიოდა.

იაპონია თითქმის მთელ ქვანახშირს ყიდულობს, რომელსაც მოიხმარს, რაც მესამე ყველაზე მსხვილ იმპორტიორად აქცევს ინდოეთისა და ჩინეთის შემდეგ.

იაპონიის პრემიერმინისტრის თქმით, უკრაინაში შეჭრის გამო ისინი რუსეთს დამატებით სანქციებს დაუწესებენ.

ევროკავშირი კი მზად არის, უკრაინის სამხედრო დახმარება 500 მილიონი ევროთი გაზარდოს. ამის შესახებ „ტვიტერის“ გვერდზე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი წერს.

მისი თქმით, ევროკავშირი ძალიან მალე დაამტკიცებს უკრაინისთვის დამატებითი ფინანსური დახმარების გამოყოფას.

შედეგად, ევროკავშირის მიერ უკრაინისათვის გაწეული სამხედრო დახმარება 1,5 მილიარდ ევროს მიაღწევს.

ამასთან ბელარუსის მთავრობამ “არამეგობრული ქვეყნების” სია დაამტკიცა. დოკუმენტში, რომელსაც ხელს ქვეყნის პრემიერმინისტრი, რომან გოლოვჩენკო აწერს, საქართველო არ არის.

სიაში არ არის შეყვანილი უკრაინაც, სადაც ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მეგობრის, ვლადიმერ პუტინის დავალებით რუსი ოკუპანტები შეიჭრნენ და უკვე 1 თვეზე მეტია, მშვიდობიან მოსახლეობას ბომბავენ.

სიაში შეყვანილია:

➡ამერიკის შეერთებული შტატები

➡ევროკავშირის წევრები ქვეყნები

➡დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო

➡კანადა

➡ავსტრალიის კავშირი

➡ლიხტენშტეინი

➡ნორვეგია

➡ახალი ზელანდია

➡ალბანეთი

➡ისლანდია

➡ჩრდილოეთ მაკედონია

➡მონტენეგრო

➡შვეიცარიის კონფედერაცია

➡ცნობისთვის, 7 მარტს, “არამეგობრული ქვეყნების” სია დაამტკიცა რუსეთმაც. საქართველო არც ამ სიაში მოხვდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button