მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

დონეცკის ოლქში რკინიგზის სადგურზე სარაკეტო თავდასხმა მოხდა

რუსული სისასტიკის 44-ე დღე უკრაინაში. უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში, დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორკში რკინიგზის სადგურზე განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა, 100-ზე მეტი კი დაშავდა.- ამ ინფორმაციას უკრაინის რკინიგზა ავრცელებს.

დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის ინფორმაციით, სადგური ისკანდერის რაკეტა ესროლეს.

მისი თქმით, სარაკეტო თავდასხმის დროს სადგურზე ათასობით ადამიანი იმყოფებოდა, რადგან ისინი ევაკუაციას ცდილობდნენ.

რკინიგზის გამგეობის თავმჯდომარის ალექსანდრ კამიშინის ინფორმაციით, კრამატორკის რკინიგზის სადგურზე ცოტა ხნის წინ 2 ავიაიერიში განხორციელდა.

„ეს არის მიზანმიმართული დარტყმა რკინიგზის სამგზავრო ინფრასტრუქტურასა და ქალაქ კრამატორსკის მცხოვრებლებზე“ – განაცხადა მან.

ადგილზე მაშველები მუშაობენ.

 

მსგავსი პოსტები

Back to top button