იაპონიაში ანომალური სიცხის გამო 32 ადამიანი დაიღუპა

იაპონიაში, გაუსაძლისი სიცხის გამო, ერთი კვირის განმავლობაში 32 ადამიანი დაიღუპა, 11,2 ათასი ჰოსპიტალიზებულია, – გადმოსცემს РИА Новости.
იაპონიის სახანძრო დაცვისა და სასწრაფო დახმარების სამმართველოს ინფორმაციით, 3-დან 9 აგვისტომდე ტოკიოს პრეფექტურაში 971 ადამიანია ჰოსპიტალიზებული, ოსაკაში – 911, აიტიში – 749. დაზარალებულთა შორის, რამდენიმე ათეული ბავშვია. ჰაერის ტემპერატურამ რიგ პრეფექტურებში – 38 გრადუსს გადააჭარბა.