კახეთში პოლიციელი დაჭრეს

კახეთში დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა მძიმეა.

დაშავებული თავდაპირველად თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. მოგვიანებით საჭირო გახდა მისი თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში მოთავსება.

დაჭრილ პოლიციელს სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა. მას დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული. მდგომარეობას ექიმები უმძიმესად აფასებენ.

პოლიციელი კახეთში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრეს. შემთხვევა ახმეტის რაიონის ზემო ალვანში მოხდა. კრიმინალური პოლიციის თანამრშომელი, ელიზბარ პატარკაციშვილი ერთ-ერთ სახლში ოჯახური კონფლიქტის გამო გამოიძახეს.

ადგილზე მისულს ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა საფანტის თოფი ესროლა. სავარაუდო დამნაშავე პოლიციამ დააკავა. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

მსგავსი პოსტები

Back to top button