უეფას სუპერთასის მატჩი დიდ ეკრანზე

უეფას სუპერთასის მატჩის ნახვას მსურველები დიდ ეკრანზე შეძლებენ.

ვაკის პარკში მონიტორის დამონტაჟებას თბილისის მერია უზრუნველყოფს.

გულშემატკივრები, პირდაპირი ტრანსლაციის დროს, მატჩისთვის თვალის მიადევნებას დიდი ეკრანის საშუალებით შეძლებენ. ეკრანის დამონტაჟებისთვის შესაბამისი სამუშაოები ვაკის პარკში უკვე მიმდინარეობს.

უეფას სუპერთასის მატჩი “ბარსელონასა” და “სევილიას” შორის 11 აგვისტოს, “დინამო არენაზე”, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

მსგავსი პოსტები

Back to top button