იაპონიაში შშმპ პირების სახლზე თავდასხმის დროს 19 ადამიანი დაიღუპა [Photo/video]

მამაკაცი, რომელიც იაპონიის ქალაქ საგამირახაში მდებარე ინვალიდთა პანსიონს დანით თავს დაესხა, ინციდენტის შემდეგ პოლიციას ნებაყოფლობით ჩაბარდა, – იუწყება იუწყება იაპონური ტელეარხი NHK.

აღსანიშნავია, რომ მამაკაცი 26 წლისაა და ადრე აღნიშნულ პანსიონში მუშაობდა.

როგორც ცნობილი გახდა, შშმპ პირების სახლზე თავდასხმის დროს 19 ადამიანი დაიღუპა, 45 მძიმედ დაიჭრა.

პოლიციის თანამშრომელთაა ინფორმაციით, 26 წლის სატოსი უემაცუს “ინვალიდებისგან მსოფლიოს განთავისუფლება” უნდოდა. მამაკაცი დანებითა და ჩაქუჩებით სავსე ზურგჩანთით დაწესებულიების ტერიტორიაზე შევიდა, ერთ-ერთი კორპუსის ფანჯრის მინები დალეწა და ოთახებს ჩამოუარა. აღსანიშნავია, მის ყველა მსხვერპლს დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო.

სააგენტო “კიოდოს” ინფორმაციით, ინვალიდთა პანსიონში 19-დან 75 წლამდე 149 პაციენტი ცხოვრობს.

[inpost_gallery thumb_width=”200″ thumb_height=”200″ post_id=”39107″ thumb_margin_left=”0″ thumb_margin_bottom=”0″ thumb_border_radius=”2″ thumb_shadow=”0 1px 4px rgba(0, 0, 0, 0.2)” js_play_delay=”3000″ id=”” random=”0″ group=”0″ border=”” type=”yoxview” show_in_popup=”0″ album_cover=”” album_cover_width=”200″ album_cover_height=”200″ popup_width=”800″ popup_max_height=”600″ popup_title=”Gallery”][/inpost_gallery]

მსგავსი პოსტები

Back to top button