იაპონიაში უშვილო წყვილებისთვის რობოტი-ბავშვი გამოიგონეს [Video]
კომპანია Toyota Motor-მა რობოტი-ბავშვი – Kirobo Mini შეიმუშავა. მანქანა ცოცხალი ბავშვის იმიტაციას ახდენს, მოსაუბრესთან დიალოგს მართავს და მის ემოციებზე რეაგირებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ომპანიამ რობოტი ქვეყანაში დაბალი შობადობის პრობლემაზე ყურადღების მისაქცევათ შექმნა. ჩანაფიქრის მიხედვით, მანქანამ ახალგაზრდა წყვილებში ემოციები უნდა გააღვიძოს და შვილის გაჩენის სურვილი აღუძრას.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, Kirobo Mini-ს 5 წლის ბავშვის ინტელექტი აქვს, თუმცა მისი ზომა საკმაოდ მოკრძალებულია. რობოტის სიმაღლე სულ 10 სანტიმეტრს შეადგენს.
სიახლე მსოფლიო ბაზარზე მალე გამოჩნდება და მისი ფასი 390 დოლარი იქნება.