მსოფლიოსიახლეები

იაპონიის იმპერატორი აკიჰიტო ტახტიდან გადადგომისთვის ემზადება

იაპონიის იმპერატორი აკიჰიტო, რომელიც 85 წლის არის, ტაქტიდან გადადგომისთვის ემზადება. ინფორმაციას ამის შესახებ, CNN ავრცელებს. ამ გადაწყვეტილების მიზეზად, იმპერატორმა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები დაასახელა. აკიჰოტო უკანასკნელი 200 წლის მანძილზე, პირველი იაპონელი მონარქი იქნება, რომელიც პენსიაში გავა.

გადადგომის ცერემონიალი მაცუ-ნო-მას საიმპერატორო სასახლეში გაიმართება. 1 მაისს კი უკვე მისი მემკვიდრის, 59 წლის პრინც ნარუჰიტოს იმპერატორად კურთხევის ცერემონიალი შედგება.

იმპერატორს გადადგომის უფლება, 2016 წელს, ქვეყნის კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილების შედეგად მიეცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button