მსოფლიოსიახლეები

იაპონიის ხელისუფლება სექს-მუშაკებს ფინანსურად დაეხმარება

იაპონიის ხელისუფლებამ სექს-მუშაკებს, რომლებსაც, ქვეყნის სხვა მოქალაქეების მსგავსად, კორონავირუსის გამო ზარალი მიადგათ, ფინანსური დახმარება შესთავაზა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზარალის ასანაზღაურებლად, ხელისუფლებამ 108 ტრილიონი იაპონური იენის (989 მილიარდი დოლარი) ოდენობის ეკონომიკური სტიმულირების პაკეტი მიიღო. განაცხადის შევსება სექს-მუშაკებსაც შეუძლიათ, თუმცა ამისთვის მათ მთავრობის მიერ წაყენებული მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილონ.

„ხელისუფლებას არ უთქვამს, რომ დახმარებას ყველა მიიღებს. ძალიან ბევრი სექს-მუშაკი უმუშევრობის გამო შიმშილით კვდება“, – აცხადებს ერთ-ერთი სექს-მუშაკი. მისი განცხადებით, შემოსავლის დაკარგვას ბევრი სექს-მუშაკი ოფიციალურად ვერ დაადასტურებს, ვინაიდან ანგარიშსწორება ხშირ შემთხვევებში ნაღდი ფულით ხდება.

მსგავსი პოსტები

Back to top button