მსოფლიო
ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვში ჩავიდნენ
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით მოსკოვში ჩავიდნენ.
მედიის ინფორმაციით, დღესვე მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შორის სამმხრივი შეხვედრა გაიმართება.
სომხეთის პრემიერის პრესსპიკერი მანე გევორგიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს, რომ შეხვედრა რამდენიმე საათში დაიწყება და მისი დასრულების შემდეგ ოფიციალური განცხადება გაკეთდება.