“ილია მეორემ აზრი ემოციურ ფონზე გამოთქვა” -საპატრიარქო

“პატრიარქისთვის პატიმრების შეწყალების უფლების მინიჭება იყო პატიმრების თანადგომის სურვილით გამოთქმული აზრი და არა მოთხოვნა”, – ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
აქვე განმარტებულია, რომ 5 დეკემბერს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფო თეატრის სცენა და დარბაზი მჯავრდებულებს დაეთმო, რის გამოც შექმნილი იყო მეტად ემოციური გარემო. მისმა უწმინდესობამ კი ასეთი აზრი სწორედ ამ ფონზე გამოთქვა – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ თემა დაპირისპირების და მწვავე განცხადებების საბაბი გახდა პარლამენტში.. ნაწილი დეპუტატებისა ინიციატივას დადებითად აფასებს, ხოლო ნაწილი კი კატეგორიული წინააღდეგია, რომ პატრიარქ ზემოათნიშნული უფლებამისილება მიენიჭოს.