კიმ კარდაშიანს ვაჟი შეეძინა [Video]

ცნობილ ამრიკელ მსახიობსა და მოდელს, კიმ კარდაშიან უესტსა და მის მეუღლეს – რეპერ კანიე უესტს შაბათს, 5 დეკემბერს, ვაჟი შეეძინათ. დედა-შვილი თავს კარგად გრძნობს, – ნათქვამია კარდაშიანის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.

ბავშვის სახელი ოფიციალურად ჯერჯერობით უცნობია. ამერიკულ ჟუნალ People-ის ცნობით, წყვილმა ბიჭს სახელი South (სამხრეთი) შეურჩია. როგრც ცნობილია, კარდაშიანსა და უესტს 2 წლის ქალიშვილი ჰყავთ, რომელსაც North-ი ანუ ჩრდილოეთი ჰქვია.
ამერიკული პრესის ინფორმაციით, კარდაშიანმა მეუღლეს ვაჟის გაჩენისთვის Lorraine Schwartz-ის ბრილიანტის კოლიე მოსთხოვა, რომლის ფასი მილიონ დოლარს შეადგენს.

როგორც ჟურნალი People გვამცნობს, ვარსკვლავის პირველი მშობიარობა მძიმედ მიმდინარეობდა და მას შემდგომში რამდენიმე ოპერაცია დასჭირდა. ექიმები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ კიმი მეორე ბავშვს ვეღარ გააჩენდა, მაგრამ საბედნიეროდ მათი პროგნოზი არ გამართლდა.

მსგავსი პოსტები

Back to top button