საქართველოსიახლეები

ილია მეორემ ე.წ. “ფეხთბანვის” რიტუალი არ შეასრულა

დღეს ქართულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უარი თქვა ფეხთბანვის წესის შესრულებაზე, რომლის დროსაც კათოლიკოს-პატრიარქი მსახურებაში მონაწილე 12 სასულიერო პირს ფეხს ბანს.

სამების საკათედრო ტაძარში, სადაც ილია II დილიდან იმყოფებოდა, რიტუალის ჩასატარებლად სკამები დაიდგა, თუმცა, საბოლოოდ, პატრიარქმა ისე დატოვა ტაძარი, რიტუალი არ შეუსრულებია.

ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა ჟურნალისტებთან საუბრისას არ განმარტა, თუ რატომ გადაიფიქრა პატრიარქმა რიტუალის ჩატარება.

მსგავსი პოსტები

Back to top button