მნიშვნელოვანიმსოფლიოსიახლეები

უკრაინის დახმარება გრძელდება

გერმანია უკრაინას კიდევ ორ ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას მიაწვდის. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა.

„ჩვენ გადავწყვიტეთ უკრაინას კიდევ ორი MARS II-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა მივაწოდოთ, მათ შორის 200 რაკეტა“, – აღნიშნა ლამბრეხტმა ბუნდესვერის კონფერენციაზე.

მისივე თქმით, უკრაინელი ოპერატორების სწავლება სავარაუდოდ, სექტემბერში დაიწყება.

„ჩვენ უკრაინას 50 “დინგოს” ჯავშანტრანსპორტიორს გავუგზავნით“, – დასძინა ლამბრეხტმა.

გარდა ამისა, გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა დასძინა, რომ მისი ქვეყანა საბერძნეთს მალე 40 ცალ Marder-ს, ხოლო საბერძნეთი თავის მხრივ უკრაინას 40 ცალ BMP-1-ს გადასცემს.

ცნობისთვის, “დინგოს” ჯავშანმანქანებს გერმანელი სამხედროები ფართოდ იყენებდნენ ავღანეთში ნატოს სამხედრო ოპერაციის დროს.
ევროპარლამენტმა უკრაინისთვის მაკროფინანსური დახმარების სახით 5 მილიარდი ევროს გამოყოფას მხარი დაუჭირა.

დახმარების გამოყოფას მხარი 534-მა დეპუტატმა დაუჭირა, 30 წინააღმდეგი იყო, ხოლო 26 კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

შესაბამისი ინიციატივით ევროკომისია 7 სექტემბერს გამოვიდა. პირველად ევროკომისია მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის ინიციატივით 18 მაისს გამოვიდა და თანხა 9 მილიარდის გამოყოფას გულისხმობდა. პირველი ტრანში 1 მილიარდი ევროს ოდენობით უკრაინამ აგვისტოს დასაწყისში მიიღო. მოგვიანებით ევროკავშირის წევრი ქვეყნები ვერ თანხმდებოდნენ დარჩენილ 8 მილიარდ ევროზე, რის გამოც დახმარების გამოყოფა გაჭიანურდა.

მიუხედავად დახმარებისა რუსეთი აგრძელებს უკრაინის ქალაქების დაბომბვას

ზოგიერთ რაიონში მცხოვრებლებს ევაკუაციისკენ მოუწოდეს, მაგრამ ქალაქის ხელმძღვანელის, ოლექსანდრ ვილკულის განცხადებით, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

უკრაინამ განაცხადა, რომ დარტყმა იყო რუსეთის შურისძიება მისი ბოლო კონტრშეტევისთვის.

“თქვენ [რუსები] ხართ სუსტები, რომლებიც ებრძვიან მშვიდობიან მოსახლეობას. ნაძირლები, რომლებიც ბრძოლის ველიდან გამოქცეულნი, სადღაც შორიდან ცდილობენ ზიანი მოყენებას.”- ჰანაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ წყალსაცავს “საერთოდ არ აქვს სამხედრო ღირებულება”.

ვილკულმა თქვა, რომ ღამით ორი აფეთქება განხორციელდა კაშხლიდან მდინარე ინჰულეტში წყლის ნაკადის გაზრდის მიზნით.

თავდასხმის შედეგად ქალაქში წყალმომარაგება დაზარალდა , სადაც ომამდელი მოსახლეობა 600 000-ზე მეტ ადამიანს შეადგენდა.

უკრაინის ოფიციალური პირების თქმით, წყალმა კაშხალი გაარღვია და მდინარის ნაპირებიდან გადმოვიდა, რამდენიმე სახლი დაიტბორა.

ოლექსანდრ ვილკულმა თქვა, რომ წყლის დონე მდინარე ინჰულეტში ახლა “საკმაოდ დაეცა”. მისი თქმით, მსხვერპლი არ ყოფილა.

მოსკოვს საჯაროდ სარაკეტო დარტყმის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია.

რუსეთის არმიამ ადრე აღიარა, რომ დაარტყა ენერგორესურსების წარმომქმნელ სამიზნეებს, რამაც გამოიწვია ფართო გათიშვა, რომელიც მილიონობით ადამიანს შეეხო აღმოსავლეთ უკრაინაში გასულ კვირას.

უკრაინის დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ კრივოი-როგში გრძელდება სარაკეტო დარტყმის შედეგად მდინარე ინგულეცზე მდებარე წყალსაცავის დაზიანებული დამბის აღდგენა.

საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს ინფორმაციით, დაზუსტებულია, რომ 14 სექტემბერს, საღამოს, რუსმა სამხედროებმა კრივოი-როგის ჰიდროტექნიკურ ნაგებობებზე რაკეტებით „კინჟალი“ და „ისკანდერი“ განახორციელეს შეტევა, რომლის შედეგად, მდინარის სხვადასხვა მონაკვეთზე წყლის დონემ თითქმის 2 მეტრით მოიმატა. რეზნიჩენკოს თანახმად, წყალმა დაფარა 112 სახლი და ეზო. ამ ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ცნობით, დღეს დილისთვის წყლის დონემ 13 სანტიმეტრით დაიწია.

14 სექტემბერს, ღამით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მის მშობლიურ ქალაქ კრივოი-როგზე სარაკეტო დარტყმების გამო რუსეთს კვლავ უწოდა ტერორისტი სახელმწიფო და ქალაქის ჩაძირვის მცდელობაში დაადანაშაულა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასულ 24 საათში, რუსმა სამხედროებმა უკრაინის ტერიტორიაზე, სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებზე განახორციელეს 8 სარაკეტო და 19 საავიაციო დარტყმა და 86 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გენერალური შტაბის მიერ დღეს, დილით გავრცელებული ინფორმაციით, საავიაციო და სარაკეტო დარტყმების შედეგად, ინფრასტრუქტურა დაზიანებულია 30-ზე მეტ დასახლებულ პუნქტში, მათ შორის ქალაქებში, ხარკოვსა და კრივოი-როგში და დონეცკის ოლქში.

უკრაინის არმიის სარდლობის თანახმად, თავდაცვის ძალებმა მოწინააღმდეგის შეტევები წარმატებით მოიგერიეს დონეცკის ოლქის 8 დასახლებულ პუნქტთან. გენშტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, უკრაინის სახმელეთო დაჯგუფებების მხარდასაჭერად, ავიაციამ მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის და ტექნიკის თავმოყრის ადგილებზე განახორციელა 12 დარტყმა, ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ძალებმა კი, ჩამოაგდეს 4 რუსული საბრძოლო თვითმფრინავი.

უკრაინის გენერალური შტაბი ადასტურებს დონეცკის ოლქში, ბახმუტის მიმართულებით რუსეთის მედესანტე პარაშუტისტების 137-ე პოლკის ქვედანაყოფის სამხედროებისა და ტექნიკის მნიშვნელოვანი ნაწილის განადგურებას, რაც დამატებითი ზომების გარეშე, აღარ მისცემს საბრძოლო მოქმედებების გაგრძელების შესაძლებლობას.

გენშტაბის ცნობითვე, რუსეთის არმია დროებით დაპყრობილი ტერიტორიების შესანარჩუნებლად ცდილობს თავდაცვის პირველი ხაზის გაძლიერებას დონეცკის და ზაპოროჟიეს ოლქებში და ამ მიზნით იყენებს ხარკოვის ოლქიდან გაყვანილ ძალებსაც. ამასთან, უკრაინის არმიის სარდლობაში აცხადებენ, რომ თავდაცვის ძალების მიერ მოწინააღმდეგის ლოგისტიკის დარღვევის გამო, რუს სამხედროებს ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებისა და არტილერიისთვის საჭირო, ზოგიერთი სახეობის საბრძოლო მასალების დეფიციტი აქვთ.

უკრაინის არმიის კონტრშეტევის შედეგად, რუსეთის სამხედრო ძალებმა გასულ კვირაში დატოვეს ხარკოვის ოლქში აპრილიდან ოკუპირებული რაიონები. 14 სექტემბერს, უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა ფეისბუკზე დაწერა, რომ 6 სექტემბრიდან ხარკოვის ოლქში გათავისუფლებულია დაახლოებით 8500 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია და 388 დასახლებული პუნქტი.

რუსეთი უკრაინაში მიმდინარე წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო, რის შედეგადაც ათასობით ადამიანი დაიღუპა, ხოლო 10 მილიონზე მეტი უკრაინელი ლტოლვილად იქცა.

მსგავსი პოსტები

Back to top button